ინდური ჩაის დაყენების საიდუმლო

ინგრედიენტები
1. ინდური ჩაი (Tipson Tea)
2. შაქარი
3. რძე
4. კოჭა (ჯინჯერი)
5. ჩაის დასაყენებელი
6. ჩაიდანი

ნაბიჯი 1
ავიღოთ კოჭა და გავსრისოთ რამდენჯერმე, ჩავაგდოთ წყლიან ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე.

ნაბიჯი 2
როდესაც წყალი ადუღებას დაიწყებს ჩაყარეთ ორნახევარი სუფრის კოვზი შაქარი ადუღებულ წყალში, შემდეგ მოიცადეთ 2 წუთი და ჩაყარეთ 2 კოვზი ჩაის ფოთლები. თუ გიყვართ ძლიერი ჩაი შეგიძლიათ ორნახევარი კოვზიc ჩაყაროთ, ან სუსტი ძლიერისთვის ერთნახევარი კოვზი ჩაი.

ნაბიჯი 3
მოიცადეთ 3-4 წუთი ჩაის დამატებიდან და დაამატეთ რძე, რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რამდენად რძიანი გემო გსურთ რომ მიიღოთ, შესაძლებელია ჩაი დააყენოთ პროპორციებით ¾ რძე და ¼ ჩაი, ან ნახევარი ნახევარზე.

ნაბიჯი 4
მოიცადეთ 3 წუთით რძის დამატებიდან და შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩადგით ჭიქაში საწური და დაასხით მომხადებული ჩაი.

ახლა კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ ნამდვილი ინდური ჩაით!!!