სიფრიფანა ფრანგული კრეპები დიამირის უგემრიელესი სოუსებით (მარწყვი, შოკოლადი, კარამელი)

სწრაფად მოსამზადებელი ფრანგული კრეპები თქვენს დილას ნამდვილად გაალამაზებს.

ინგრედიენტები:

2 მსხვილი კვერცხი
200 მლ რძე
4 ს.კ შაქარი
3 ს.კ ზეთი
250გ ფქვილი
მწიკვი ვანილი
მწიკვი მარილი

ნაბიჯი 1
მოცემული ინგრედიენტები კარგად გავთქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით, დავაცრათ ფქვილი და კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს კეფირის სისქე.

ნაბიჯი 2
ეს მასა პატარა ულუფებად დავასხათ ბლინის საცხობ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

ნაბიჯი 3
მომზადებული დესერტი შეგვიძლია მივირთვათ დიამირის მზა: მარწყვის ან კარამელის სიროფით.