უგემრიელესი იტალიური კერძი, სპაგეტი მიდიებით და პომიდორით

ინგრედიენტები:

70 გ სპაგეტი (1 ულუფა)
½ ჭ გარჩეული მიდიები ან მიდიები ზეთის მარინადში
1 პომიდორი
1 ს.კ ტომატ-პასტა
50 მლ თეთრი ღვინო
100 მლ სპაგეტის ნახარში
1 თავი ხახვი
1 კბ ნიორი
2-3 ღერი ოხრახუში და რეჰანი (ან ბაზილიკი)
პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

ნაბიჯი 1
მოვხარშოთ სპაგეტი მარილიან წყალში.

ნაბიჯი 2
დავდგათ ღრმა ტაფა გაზქურაზე და გავაცხელოთ. ცოტა ზეუთუნის ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი, ტომატის პასტა და სპაგეტის ნახარში. ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, თავახდილ ტაფაში, როგორც კი წვენი დაშრება დავამატოთ მიდიები და ღვინო. გავაჩეროთ საშუალო ცეცხლზე კიდევ 4-5- წუთით.

ნაბიჯი 3
გადაწურული სპაგეტი დავამატოთ მომზადებულ სოუსს და კარგათ ამოვურიოთ. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ ერთი წუთით და გადმოვდგათ. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. შევანელოთ მარილით და პილპილით.

გემრიელად მიირთვით!