ფრანგული სამზარეულოს მარგალიტი, სალათი “ნისუა”

ეს, გასაოცარი, გამაცოცხლებელი და ტრადიციული სალათია საფრანგეთიდან. პროვანსიუილი სამზარეულოს პატივისცემის ნიშნად, სალათში გამოიყენება ზეითუნის ზეთის, ბაზილიკის და ნივრის სოუსი, თუმცა შეიძლება ასევე ჩავრთოთ ოხრახუში და მდოგვი. რათა მივიღოთ ფრანგული ვინეგრეტის დრესინგი.

ეს ფართოდ გავრცელებული, ცნობილი სალათი ჰარმონიაშია მზიან და გამაცოცხლებელ ქალაქ ნიცას კულინარიის სტილთან. სწორედ ამიტომ სალათი სასურველია მომზადდეს უახლესი პროდუქტებით პირდაპირ ქალაქის ბაზრიდან, თუმცა ჩვენი კონსრვირებული პროდუქტებით მათი ჩანაცვლებაც არ მოგცემთ ურიგო შედეგს. შეიქმნა რეგიონალური ვარიაციები,  ზოგ რეცეპტში ლობიოს მარცვლებიი ჩაანაცვლა მწვანე ლობიომ ან არტიშოკმა, დაემატა თინუსი, კარტოფილი, მოხარშული კვერცხი. ამ სახით შესრულებული სალათი ნისუა ძალიან პოპულარულია ფრანგებში ზაფხულის პერიოდში ლანჩის დროს.

 

ინგრედიენტები:

12 პატარა კარტოფილი, შუაზე გაჭრილი
400 გრ ჩვილი მწვანე ლობიო
425 გრ თინუსი ზეთის მარინადში
250 გრ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩილი
¾ ჭიქა შავი ზეთისხილი/
სალათის ფოთლები, გარეცხილი, გამშრალი
4 მაგრად მოხარშული კვერცხი, ოთხად გაჭრილი
3 ანჩოუსის ფილე ზეთში დამარინადებული სურვილისამებრ

დრესინგი:

1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1/3 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
1 სუფრის კოვზი მდოგვი

მომზადება:

1  ნაბიჯი
მოვამზადოთ დრესინგი: თასში ავურიოთ ზეითუნის ზეთი, ძმარი და მდოგვი და შევანელოთ მარილით და შავი პილპილით.

2  ნაბიჯი
მოვხარშოთ კარტოფილი ფართო ქვაბში, 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. გადავიტანოთ ფართო ჯამში. ცალკე წვრილი, მწვანე ლობიო ვხარშოთ 3 წუთით, სანამ ღია, ხასხასა ფერს მიიღებს, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავავლოთ ცივი წყალი, დავწუროთ და დავამატოთ კარტოფილს.

3  ნაბიჯი
მზა ნაზავს დავამატოთ თინუსი, პომიდორი, ზეთისხილი, სალათის ფოთლები, კვერცხი და ანჩოუსი სურვილისამებრ. მოვასხათ წინასწარ მომზადებული დრესინგი, ფრთხილად ამოვურიოთ. შევანელოთ მარილით და შავი პილპილით.

გემრიელად მიირთვით!